Thursday 16 June 2011

კრედიტი

  რა არის კრედიტი? 
 კრედიტი წარმოადგენს სტუდენტის დატვირთვის საზომ ერთეულს. კრედიტი პირობითი ერთეულია, რომელიც გამოხატავს იმ დროს, იმ საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს, რომლებიც სტუდენტს ამა თუ იმ კურსის/მოდულის/პროგრამის ასათვისებლად, შესაბამისი სწავლის შედეგების მისაღწევად სჭირდება.
სტუდენტის დატვირთვა, ECTS–ის მიხედვით, არის დრო, რომელიც სჭირდება ისეთი სასწავლო საქმიანობის განხორციელებას, როგორიცაა: ლექციები, სემინარები, პრაქტიკუმები, ლაბორატორიული სამუშაოები, სემინარის, შუალედური თუ საბოლოო გამოცდისთვის მზადება, რეფერატის, თარგმანის, პროექტის, პრეზენტაციის მომზადება, საწარმოო პრაქტიკა, საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომის შესრულება და სხვ. 

•    რამდენი კრედიტი უნდა დააგროვოს სტუდენტმა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად? 
ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 240 კრედიტისა, რომელთა განაწილება დამოკიდებულია შესაბამის ფაკულტეტსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე (კურიკულუმზე), თავად სტუდენტის სარჩევანზე.


Saturday 21 May 2011

ჩემი სახელი

Cemi saxeli
albad yvelas ainteresebs sakuTari saxelis istoria, ratom dagvarqves Cvenma mSoblebma esaTuis konkretuli saxeli, ras niSnavs, ramdenad cnobilia msoflios sxva qveynebSi da a.S

Sevecdebi informaciuli teqnologiebis gamoyenebis saSualebiT, Cemi saxelis Sesaxeb mcire informacia ganvaTavso Cems blogze :)

nino - ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქალის სახელია საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე. ნინო ერქვა ქართველთა განმანათლებელს, მოციქულთა სწორს, IV საუკუნეში. ამ სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრის, შესაძლოა უკავშირდებოდეს ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ-ს (მისგანვე მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელწოდება ნინევია).ყოველ შემთხვევაში, ნინო ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება და ქართულ სახელს წარმოადგენს, მას არავითარი კავშირი არა აქვს ევროპულ ენათა ნინა-სთან, რომელიც ანინა, კატარინა, ჯოვანინა და სხვა msgavs  სახელთა შემოკლებით არის მიღებული. ninos SemoklebiTi formebi (rac me vici) aris nini, Nniniko, nuca. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს - მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევარების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცე.


ilias saxelmwifo universitetSi swavlobs 8000-ze meti studenti, saqmianobs 200 profesori da 110 mkvlevari.


iliauni Tavis studentebs yvela im pirobas sTavazobs, rac saWiro da susurvelia studentisTvis ganaTlebis misaRebad. 


_ literaturuli kafe საინტერესო წიგნებi, mravalferovani rubrikebi, Tavaziani momsaxureba, ufaso interneti es yvelaferi mxolod iliaunis wigenebis maRazia - ligamusSi


უნიკინო
 
უნივერსიტეტის კინო-კლუბიუნიკინო” 2009 წლის 1 ივნისს გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიგი თევზაძე მიესალმა. მისი განცხადებით, "უნიკინო" ხელს შეუწყობს სტუდენტების ცხოვრებისეული თვალსაწიერის გაფართოვებას და ზოგად განათლებას. "უნიკინო"  ფრანგული კინოს შედევრის - "პერსეპოლისის" ჩვენებით გაიხსნა.  


ყოველ პარასკევს, 18 საათზე, სტუდენტებს საშუალება აქვთ მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრები იხილონ. "უნიკინო" განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, მაგრამ კინოსეანსზე დასწრება თავისუფალია სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც. "უნიკინომდებარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში (ჭავჭავაძის 32), 101 აუდიტორიაში.
  (ixileT unikinos afiSa)
http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=515






 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ლიბერალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით მიმდინარეობს, რაც სტუდენტს მომავალი პროფესიის გააზრებული არჩევის საშუალებას აძლევს.


უნივერსიტეტის მიზანია, სტუდენტს გამოუმუშაოს ინტერდისციპლინური ხედვა, კრიტიკული აზროვნების უნარი; მისცეს არჩეულ სფეროში ღრმა ცოდნა, ცოდნის განახლებისა და კვლევისთვის აუცილებელი უნარები.

universitetis mravalferovani biblioTeka romlis misias warmoadgens 
ინფორმაციული რესურსცენტრი, რომელიც პასუხს აგებს არსებული კოლექციების დაცვასა და განვითარებაზე, მომხმარებლისათვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზების გზით მაქსიმალურად ხელმისაწვდომსა და ადვილად გამოყენებადს ხდის საინფორმაციო რესურსებს და ამგვარად ხელს უწყობს აკადემიური პროცესების ხარისხის ზრდას, თითოეული მომხმარებლის ინტეგრაციას გლობალურ ინფორმაციულ საზოგადოებაში და ახალი ცოდნის გენერირებას."

iliaunis biblioTeka xelmisawvdomia rogorc amave universitetis studentebisTvis aseve:

·                                             akademiuri personali (profesorebi, mkvlevarebi)

·                                             aseve yvela piri da institucia, ganurCevlad asakisa, iuridiuli, socialuri, kulturuli, religiuri, eTnikuri da moqalaqeobrivi statusisa, romlebic: liberalur Rirebulebebze dayrdnobiT Cveni universitetis profilis gaTvaliswinebiT iyeneben da aviTareben codnas.
damatebiTi informacia ixileT: http://library.iliauni.edu.ge/ 


   
დღეისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს კვლევის დონის საუკეთესო წლიური მაჩვენებელი საქართველოში, მის შემადგენლობაში შედის თანამედროვე დონეზე აღჭურვილი კვლევითი ინსტიტუტები და კვლევითი ცენტრები: აბასთუმნის ევგენი ხარაძის ეროვნული ობსერვატორია, სეისმური მონიტორინგის ცენტრი თბილისში, ყაზბეგის მაღალი მთის ეკოლოგიის ინსტიტუტი, საზღვაო კვლევების ცენტრი გრიგოლეთში. ამჟამად შენდება კვლევითი ცენტრი დედოფლისწყაროში.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი ფაკულტეტები
     

 
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 
საინჟინრო ფაკულტეტი 
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტი 
სამართლის ფაკულტეტი 
სპორტის ფაკულტეტი
უნივერსიტეტის თითოეული ფაკულტეტი მონაწილეობს სამეცნიერო პროექტების განხორციელებაში. ზოგიერთ მათგანს უნივერსიტეტი თავად აფინანსებს, ნაწილი კი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული ფონდის ხელშეწყობით მიმდინარეობს. აქ მიმდინარე კვლევები აქტუალურია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
 

 
აღსანიშნავია, რომ ბევრი საინტერესო პროექტი მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება. ესენია:



კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევა მოლეკულურ-გენომური მეთოდების გამოყენებით

ასტრონომიული და ასტროფიზიკის კვლევები (მოიცავს არქეო-ასტრონომიას, რომელიც მხოლოდ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მიმდინარეობს)

საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სეისმური კვლევები

შავი ზღვის ბიოლოგიისა და არქეოლოგიის კვლევა

მეტალისა და ბაქტერიის ურთიერთკავშირი (ბერკლის უნივერსიტეტთან ერთად)

რეგიონული კვლევები: კავკასია და შავი ზღვა

უსაფრთხოების კვლევები

იდენტობების კვლევები

შავი ზღვის იდენტობების კვლევები

კვლევები საბჭოეთის შესახებ

პოლიტიკური თეოლოგია საქართველოში - ისტორია და თანამედროვეობა

                               თეატრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი 2010 წელს გაიხსნა. ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პროფესიული თეატრი პირველად ჩამოყალიბდა.
თეატრი გახლავთ ანტერპრიზის შესაბამისი შემოქმედებითი სივრცე. აქ მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა რეჟისორები სხვადასხვა სამსახიობო დასთან ერთად
ამასთანავე თეატრი ღიაა ახალგაზრდული სათეატრო ინიციატივების განხორციელებისათვის. სცენა უმასპინძლებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროებისადმი მიძღვნილ მასტერკლასებს, რომელთა ფარგლებშიც გამოცდილების გასაზიარებლად მოწვეულნი იქნებიან ცნობილი პიროვნებები.
თეატრი მუდმივ კონტაქტში იქნება მაყურებელთან.  დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ არამარტო დაესწრონ წარმოდგენებს, არამედ, სურვილის შემთხვევაში, სპექტაკლის ერთ-ერთ რეპეტიციასაც, გამოთქვან თავიანთი სურვილები, გახდნენ სპექტაკლის საბოლოო ვარიანტის შექმნის თანამონაწილენი.
(ixileT Teatris afiSa)
http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=698



es mxolod mwiredi informaciaa rac ilias saxelobis universiutetze SemiZlia SemogTavazoT

sruli informacia ixileT universitetis
veb-gverdze
http://www.iliauni.edu.ge/